რესურსის ინსტრუქცია
მოცემული რესურსით
არის ამოსაბეჭდი მასალა, შედგება სამი ვარიანტისგან, თითოეული 2 ფურცლისგან. რესურსი საშუალებას იძლევა გამოვიყენოთ რამოდენიმე
გჯუფში ერთდროულად.
საჭიროა მაკრატლები
და ქაღალდის წებოები. მოსწავლეები ამოჭრიან პირველ გვერდზე მოცემულ გოგონას ან ბიჭის
სურათს და შეარჩევენ სწორ ტანსაცმელს, შესაბამისი
ამინდის მიხედვით, რომელიც მოცემულია ფურცლის ზემოთ.
ამოჭრილ გოგონას
ან ბიჭის სურათს მოსწავლეები წებოთი დააკრავენ მეორე ფურცელზე მოცემულ ჩარჩოში. მეორე
სავარჯიშოში მოცემულია ტექსტი გამოტოვებული სიტყვებით, მოსწავლეები ავსებენ ზემოთ მოცემული
ჩარჩოში მოცემული სწორი სიტყვით, სურათის შესაბამისად.
რესურსი სასურველია
მოსწავლეებს დაურიგდეთ დაჭრილი სახით, რადგან გასათვალისწინებელია, რომ ყველა მოსწავლეს
არ შეუძლია მაკრატლის გამოყენება, ამასთანავე დავზოგავთ საგაკვეთილო დროს.